ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
თუშეთის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშთის ეროვნულ პარკთან ერთად) და მოიცავ 31,517 ჰა. ის მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, საქართველო–რუსეთის საზღვრის მიმდებარედ. თუშეთის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2003 წელს და იგი საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთია – IUCN V კატეგორიის დაცული ტერიტორიებიდან. მისი მართვა ხორციელდება თვითმმართველობის დონეზე – ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ, მის მიერვე დაფუძნებული დაფუძნებული ა(ა)იპი „თუშთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ მეშვეობით.
ჩვენი ადმინისტრაცია გარემოსდაცვით აქტივობასთან ერთად თუშეთში ახორციელებს, ინფრასტრუქტურულ თუ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტებს, რითაც ხელს უწყობს ტრადიციული დარგებისა და საქმიანობის შენარჩუნებას.