ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
ჰეღო და მისი მისადგომი გზა-ბილიკები ქისტ-ლეკების დიდ ჯარს ალყაში მოუქცევია
ჰეღო
ჰეღო და მისი მისადგომი გზა-ბილიკები ქისტ-ლეკების დიდ ჯარს ალყაში მოუქცევია. ლეგენდის თანახმად, რაკი მტერმა ვერ დაიმორჩილა სოფელი კაცი გაგზავნეს დაღესტანში გალავნის ამშენებელი ოსტატისაგან საიდუმლოს გასაგებად. ოსტატს უარი უთქვია, რადგან როგორც წესი ფიცით ყოფილა შეკრული. შემდეგ მოლას მოუხსნია ფიცი მისთვის და ასეთი რამ უთქვამს ოსტატს: ჰეღოს გაღმა გახვალთ და გამოხედავთ. გალავანში თეთრ ქვას დაინახავთ, იმ ქვას თუ მოაძრობთ გალავანი ჩამოიშლებაო.
ასეც მომხდარა. უთანასწორო ბრძოლა თუშებსა და ქისტ-ლეკებს შორის 7 დღე-ღამე გაგრძელებულა. მერვე დღეს როცა ციხეებში ტყვია-წამალი გასთავებიათ და მაშველიც დაჰგვიანებიათ მტერს ძალი უქნია და მოუხერხებია სოფლის განადგურება.
მიქელს, ზურაბის ძეს გაუგონარი ამბავი ჩაუდენია: ჯერ თვითონ დაუხოცია თავისი ცოლ-შვილი და მერე თავადაც მტერს შეჰკვდომია.
"ჰეღოს ატირდნეს დედანი, მტერმ მარხედ შეგვაშინაო,
კარზედ მოდიან სტუმრულად, ძალით შემოვლენ შინაო,
ნეტა ჩვენ მეთოფეებსა თოფებიმ დაუგრილაო,
პირიმ წყლით გაალღვობინა, ძილიმ ვინ დააძინაო.
სამციხელების თოფებმა ჰეღოს ძირ შემოჰხვივლაო,
ქავთარმან ლუხუმისზემან ხმაწვრილად შემოჰკივლაო,
ლეგ-ლუგა თუშის შვილები დროზედამც შემა'ჩინაო,
ფარი და ხმალი ყაწიმნი ჰეღოსთავ ჩამა'ბრდღვინაო.
მიქელმ, ზურაბის გაზრდილმან, რა საქმე მოახდინაო,
გონივ დახოცა ცოლ-შვილნი, სულეთი წაიხდინაო,
თავაცამ ემაგრევ მუ'ვა, ვინც მიქელს გაუცინაო".