წითელი ნუსხა
ნიამორი-capra aegagrus
ნიამორის პოპულაცია თუშეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მჭიდროდ არის დაკავშირებული დაღესტნის დასავლეთში გავრცელებულ ამ სახეობასთან და ისინი ერთად ქმნიან აღმოსავლეთ კავკასიაში ამ სახეობის ძირითად პოპულაციას. მისი გავრცელების არეალი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გაყოფილია თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს შორის. ზაფხულში ამ სახეობების გავრცელების არეალი მოიცავს ტყეების, სუბალპური და ალპური მდელოების დაახლოებით 96 კმ2, შედარებით დაბალი სიმაღლიდან (შესაფერისი ჰაბიტატების, ქანობების, ტყიანი და კლდოვანი ადგილების მიხედვით) 3200 მ სიმაღლემდე. თუმცა, ორივე სქესის და ყველა ასაკობრივი ჯგუფის ინდივიდები არის მხოლოდ ტყის ჰაბიტატებში (დაახლოებით 63 კმ2).
ღია, უტყეო ტერიტორიებზე გვხვდება მხოლოდ ზრდასრული მამრები. გამოანგარიშებულია, რომ ამჟამინდელი პოპულაცია აღწევს დაახლოებით 130 ინდივიდს (იხ. მინისტრის ბრძანება №261) და მიჩნეულია რომ ოდნავ იზრდება. ამ სახეობებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არალეგალური ნადირობა, ჰაბიტატების დეგრადაცია და შინაურ ცხოველებთან კონკურენცია (ახმედოვი და სხვ. წიგნში ზაზანაშვილი და მელონი, 2009).