{s_safety}

დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება


ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;
ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების,
გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის
ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;
გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;
დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;
ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება.