თუშური ფარდაგის ერთ-ერთი თვისებაა მისი დახვეწილი თავშეკავებული კოლორიტი, რომელიც ძირითადად შემდეგი ფერებით განისაზღვრებოდა: შავი, თეთრი, ლეგა, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ღვინისფერი. ყველა ეს ფერი ბუნებრივი საღებავით მიიღებოდა.

თუშური ფარდაგი


საქართველოში ოდითგანვე იყო მძლავრი მატერიალური ბაზა მეხალიჩეობის განვითარებისათვის.
მატყლისგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის ქართული ხალხური გამოყენების სფეროში ფარდაგს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია: მას იყენებდნენ სახლის მოსაწყობად და გასალამაზებლად, ვიზუალური ესთეტიკის გარდა, მას პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდა - ათბობდა და მყუდროს ხდიდა საცხოვრისს.
დიდი გამოყენება ჰქონდა ფარდაგს ასევე საუკუნის 40 – 50 - იან წლებამდე: მგზავრობის დროს იგი მოჩარდახებულ ურემს ჰქონდა გადაფარებული და მგზავრებს სიცხე - სიცივისგან და ქარ - წვიმისგან იცავდა.
ფარდაგი საქართველოში ქალიშვილის მზითვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა, რომელსაც თვითონ ქალიშვილი ქსოვდა, ან - მისი დედა. ფარდაგებს ქსოვდნენ საკუთარი, საოჯახო მოხმარებისთვისაც, გასაყიდად და ასევე სწირავდნენ ეკლესიებსაც. ნატურალური მეორნეობის პირობებში პროდუქტებზეც ცვლიდნენ.
ფარდაგების ქსოვა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, მაგრამ ამ მხრივ მაინც გამოირჩეოდა ის კუთხეები, სადაც სათანადო ნედლეული - მატყლი უხვად მოიპოვებოდა - თუშეთი, ფშავი, მთიულეთ-გუდამაყარი, ხევი, სამცხე-ჯავახეთი, ერწო
ფარდაგების ქსოვა ბარში, მთასთან შედარებით ადრე მიატოვეს. ამ დრომდე საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, ხალხური ფეიქრობის ეს სახე თუშეთში შემორჩა. ეს მხარე ფარდაგების ორიგინალობით, მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან აქ ქართული ფეიქობის ხელშემწყობი ყველა პირობა იყო - ადგილზე არსებული მაღალხარისხიანი ნედლეული, სასოფლო - სამეურნეო მიწის სიმცირე კი იმის საშუალებას იძლეოდა, რომ მეტი მუშახელი ყოფილიყო ამ საქმით დაკავებული.
თუშური ფარდაგის ერთ-ერთი თვისებაა მისი დახვეწილი თავშეკავებული კოლორიტი, რომელიც ძირითადად შემდეგი ფერებით განისაზღვრებოდა: შავი, თეთრი, ლეგა, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ღვინისფერი. ყველა ეს ფერი ბუნებრივი საღებავით მიიღებოდა.

{article_images}


თუშეთში ხალიჩები, ფარდაგები და ხურჯინები ვერტიკალური ტიპის დაზგაზე იქსოვებოდა, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, მბრუნავღერძიან დაზგებს მიეკუთვნება. თუშური ცხვრის მატყლის საერთაშორისო ბაზარზე გასვლამ დიდი ბიძგი მისცა მეცხვარეობის აღმავლობას, რამაც განაპირობა თუში მამაკაცების ამ საქმეში ჩართვა, ქალი კი უფრო მეტად დაიტვირთა შინასამეურნეო საქმეებით ,შესაბამისად, მოხდა მისი სოციალური სტატუსის ამაღლება ნედლეულის სიუხვის მიუხედავად , თუში ქალები ფარდაგებს საბაზროდ მაინც ვერ ქსოვდნენ. საფეიქრო ხელოვნების მაღალგანვითარებულობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი იყო ხალხის ესთეტიკური მოთხოვნილება უფრო ლამაზსა და უკეთესზე.
ფარდაგების ქსოვა დღესაც გრძელდება თუშეთში, რაც განაპირობა ტურიზმის განვითარებამ და მივიწყებული დარგი წამოწია. ამ საქმიანობას ეწევიან, როგორც კეძო პირები, ფარდაგის ქსოვის ოსტატები და ასევე კოლეჯი ,,აისი“ , სადაც სტუდენტებს ასწავლიან ფარდაგის ქსოვას, სასწავლო პროცესის პარალელურად მაღალ დონეზე ტარდება სასწავლო პრაქტიკა, როგორც ადგილზე ადგილობრივ სახელოსნოში, ასევე შპს. საწარმო „თუშეთი- მატყლში“, თვითოეული პროფესია მიესადაგება თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის მოთხოვნებს და პერსპექტიულია, რითაც აღნიშნული პროფესიების სწავლება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა: სტუდია 21,ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა.