{s_rules}

სხვადასხვა რეგულაციები

საძოვრების მართვა


საძოვრების მდგრადი მართვის საფუძველს წარმოადგენს: იმ ფაქტორის აღიარება, რომ მეცხოველეობა (განსაკუთრებით კი მეცხვარეობა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტრადიციაა თუშეთის მოსახლეობისთვის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი თემისთვის; გეგმა თანხვედრაშია დაცული ლანდშაფტის მიზნებთან, რომლებიც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას ბუნებრივი რესურსების ტრადიციული გამოყენების გზით და თუშეთის უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, გეგმა აღიარებს ცხვრის ძოვების კრიტიკულ როლს თუშეთის ლანდშაფტის ფორმირების პროცესში.
შეიქმნა საძოვრების მართვის სახელმძღვანელო ახმეტის მუნიციპალიტეტთან და დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან, მეცხვარე ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ მონაწილე მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების გზით.
სახელმძღვანელოს შემუშავებას წინ უძღოდა არაერთი კვლევა, რომელიც მოიცავდა სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. შეზღუდული დროითი და ფინანსური რესურსების გამო კვლევები არ იყო ყოვლისმომცველი, თუმცა მოგროვდა საკმაოდ ფასეული ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დანერგვას თუშეთში.
სახელმძღვანელო მომზადდა პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.

„თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“ წესდება


მუხლი 1 ზოგადი დებულებები
1.1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულიპირი,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“ (შემდგომში - ”ადმინისტრაცია”) არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საფუძველზე, მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს თუშეთის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ეკოსისტემის დაცვა განადგურებისაგან, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა.
1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
1.3.,,ადმინისტრაციის“დამფუძნებელია ახმეტის მუნიციპალიტეტი.
1.4.,,ადმინისტრაცია“ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. ვრცლად იხ. ლინკზე:

რეგულაციები ტრადიციული სამშენებლო მასალების ფიქალის ქვის მოპოვების შესახებ


მუხლი 7. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება
1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებული პირების შესაბამისი საშენი მასალით (ფიქალის ქვა) უზრუნველსაყოფად, მხოლოდ აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე გამოსაყენებლად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან არა უმეტეს 3 წლის ვადით შეიძლება გათავისუფლდეს თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს განცხადების საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტით დადგენილი პირობებით, სამინისტროს შუამდგომლობით, ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3. ამ მუხლის საფუძველზე ლიცენზიისაგან გათავისუფლებაზე არ ვრცელდება ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის თანხის გადახდის ვალდებულება. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი იხდის მხოლოდ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1 1პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
4. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო ამ მუხლის საფუძველზე მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულს, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ტრადიციული არქიტექტურის ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობების მშენებლობის ან/და რეაბილიტაციის განმახორციელებელ პირებზე გასცემს შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის (რემონტის შემთხვევაში − შესაბამისი პროექტის) ან მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.
5. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანო სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ მუხლის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების (მათ შორის, მოპოვებული და გაცემული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის) შესახებ.
ვრცლად იხილეთ ლინკზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3459486?publication=0

საშეშე და სამასალე მერქნის მიღების წესები


საქართველოს მთავრობის
დადგენილება №543
2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, №103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტყითსარგებლობის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების განსაკუთრებული მოთხოვნები
1. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით ხე-ტყის დამზადება და ტრანსპორტირება ხორციელდება უშუალოდ ან შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვით.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრით დამზადებული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი საწყობდება გამგეობის მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე (ადგილებზე) და გადაეცემა:
ა) I ხარისხის მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შესაბამისი შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ან/და მშენებლობის ნებართვა (რემონტის შემთხვევაში − ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები);
ბ) საშეშე მერქანი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განცხადების საფუძველზე.
4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სპეციალური ჭრებით დამზადებული ხე-ტყე გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ თუშეთის დაცულ ლანდშაფტში, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფიზიკური და იურიდიული პირი კანონმდებლობით განსაზღვრული რესურსით სარგებლობის მოსაკრებელისა და ტყის დამზადების ბილეთის საფასურთან ერთად იხდის ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ხე-ტყის დამზადების საფასურს.
6. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა სპეციალური ჭრით ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს მთავარი სარგებლობისა და მოვლითი ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი