თუშური ლუდი

ალუდი


ალუდი მზადდება ქერისაგან. საალუდე ქერი ჯერ ფორად უნდა იქცეს, ე.ი. წყალში დალბალი ქერი თბილად შეიფუთება, დაჯეჯილდება, შრება და შემდეგ ტკბება. ფორს დაფქვავენ, საალუდე ქვაბში ჩაყრიან და მოხარშავენ. მოხარშვის შემდეგ დასაწმინდავებლად სხვა ჭურჭელში გადაიღებენ.


დაწმინდავების შემდეგ (ძალიან არ უნდა გაცივდეს) გადაასხამენ თავდახურულ ჭურჭელში და „ ჩააფუვლებენ“ ე.ი. უკეთებენ ცალკე მომზადებულ სვეს, რომელიც ალუდს ალკოჰოლურ სიმაგრეს აძლევს. 3-4 დღეში ალუდი მზადაა.