ცხვრის ხორცისგან მომზადებული საჭმელი

ყაურმა


მსუქან ცხვრის ხორცს დაჭრიან, ქვაბში ჩაყრიან, ორ ქიტ (ღრმა კოვზი) წყალს დაასხამენ და ისე მოიხრაკება თავის ქონში, რომელსაც ის გაუშვებს. მარილსაც უშვრებიან. ყაურმა არის: ცხვრის, ძროხის და ნადირის.


თუ ცხვარი დაეხოცათ და სახლში ვერ მოიტანეს, მაშინ იქვე „მოაყაურმებენ“და ცხვრისავე ფაშვში შეინახავენ (ერთი მოყაურმებული ცხვარი თავის ფაშვში ჩადის თავ-ფეხის გარდა), ოჯახში მიიტანენ, ინახება რამდენიმე თვე.