30-50 სმ. სიმაღლის მრავალწნი მცენარეა
ნემსიწვერა რეპრეხტის - Geranium ruprechtii ( woronow) Grossh
                    
30-50 სმ. სიმაღლის მრავალწნი მცენარეა. მოკლე მარტივი. ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვითაა შემოსილი. ფესვთანური და ქვედა ღეროსეული ფოთლები დაგრძელებული, ზედა კი დამოკლებულ ყუნწებზე სხედან. ფოთლის ფირფიტა 8-12 სმ.  სიგანისაა, ღრმად დაყოფილი წაგრძელებულ  რომბულ,წაწვეტილ, ფრთისებრ ჩაჭრილ 5-7 სეგმენტად-მოგრძო, კვერცხისებრი ფორმის, მომახვილო ნაკვთულებით. ყვავილები  საგველასებრ არამრავალყვავილიან ყვავილებშია შეკრებილი.  გვირგვინის ფურცლები მუქი იისფერია, ფართო უკუკვერცხლისებრი, წვერზე მომრგვალებული, ძერში მოკლე ფრჩხილში შევიწროვებული. თესლი  3 მმ- მდე სიგრძისაა. 
                
 
     
    
                    
ყვავილობის დრო/ნაყოფობის დრო  VII-IX თვე.
იზრდება მდელოებზე, სულბალპურ სარტყელში. გამოყენება დეკორატიული.
გამოყენებული ლიტერეტურა: 100 ველური მცენარე თუშეთიდან.
                
 
                         
                             
                                 
                                 
                         
                                 
                                 
     
     
     
     
                     
         
        