ოჯახი მიხაკისებრნი - Caryophyllaceae

მიხაკი დაღესტნური - Dianthus daghestanicus Kharadze


17- 50 სმ. სიმაღლის მრავალწლოვანი მცენარეა. ძირში გახევებულია. მრავალრიცხოვანი ღეროები ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილია. ფოთლები ხაზურია, მახვილი შიშველი, კიდეხაოიანი, -ძირში შეზრდილი ვაგინად. ყვავილები მარტოული, ან 2-3 ერთად, ტოტების ბოლოებზე.


ყვავილობის დრო/ნაყოფობის დრო VI-VIII თვე.
იზრდება ნაშალებზე,ფიქლოვან კლდეებზე, მდინარის ტერასებზე. მთის შუა და სუბალპურ სარტყელში. გამოყენება: დეკორატიული, ნიადაგსაფარი.

გამოყენებული ლიტერატურა: 100 ველური მცენარე თუშეთიდან