წითელი ნუსხა

თუშური ცხვარი

თუშყრი ცხვარი ნახევრად დუმიანი ჯიში. გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხური სელექციით(XIII-XIV სს) ძვ. ქართული ცხვრის შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშბთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი კონსტიტუციისაა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას. კარგად იკვებება მეააჩხერ საძოვრებზე, კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყლე პროდუქტიულობა.

აქვს მაღალი ხარისხის ხორცი და თეთრი მბზინავი, დრეკადი, ელასტიური მატყლი. მოსახლეობის მიერ აქტიურად ხდება მატყლის გამოყენება. თუშური ცხვრის ცოცხალი მასა: ერკემლისა 56-80 კგ უდიდესი 90კგ-მდე. ნერბის 41-42 კგ. უდიდესი 60კგ-მდე. იპარსება წელიწადში ორლერ. ერკემლის ნაპარსია 3-4 კგ, უდიდესი 5-6 კგ-მდე. მატყლის კულულის სიგრძეა 11-17 სმ, უდიდესი 31 სმ.