ჩვენი გუნდი

ბესიკ ბექურიძე

მისამართი: ახმეტის რ-ი სოფ. ომალო

მობ: +995 599 72 34 02

ელ.ფოსტა: tushetipa@yahoo.com

ვებ გვერდი:


მე, ბესიკ ბექურიძე დავიბადე ახმეტის რაიონის სოფ. ქვ. ალვანში. სკოლის დამთავრების შემდეგ ვმსახურობდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
1998 წლიდან ვიმყოფებოდი სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში, რადგან ბავშობიდან თუშეთზე ვარ შეყვარებული, სულ უფრო მეტად ვფიქრობდი სამშობლოში დაბრუნებაზე. 2011 წელს სამუდამოდ დავბრუნდი სამშობლოში. ვარ მშრალი ქვის წყობის სპეციალისტი და აპრილიდან ნოემბრამდე ვიმყოფებოდი თუშეთში.
2016 წლიდან ვმუშაობ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, ომალოს უბნის რეინჯერად. აქ მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა თუშეთის სწორად განვითარებაში და ისტორიულ-ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაში.
ვგეგმავ საომავლოდ ჩემს მშობლიურ სოფელ დიკლოში დასახლებას.
მყავს მეუღლე და 2 შვილი.