ჩვენი მისია


თუშეთის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების ნაწილს (თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალთან და თუშთის ეროვნულ პარკთან ერთად) და მოიცავს 31,517 ჰა-ს.
ლანდშაფტის შექმნის მიზანია:

(ა) თუშეთის უნიკალური ეკოსისტემების, მემკვიდრეობის ძეგლთა და ლანდშაფტის შენარჩუნება და დაცვა.
(ბ) ლანდშაფტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;
(გ) თუშეთის ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება;
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ:

(ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა და აღდგენა;
(ბ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
(გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა და აღდგენა;
(დ) რეკრეაციულ–ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა;
(ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა;
(ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ბიომრავალფეროვნება

თუშეთის ფლორა და ფაუნა

ტურები

თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა თუშეთში

კესელოს კომპლექსი

ციხე-სოფელი დიკლო

შენაქოს ეკლესია

დართლო

ონლაინ მაღაზია

საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია.

COMING SOON...

ცხვარ-მეცხვარობა

თუში მეცხვარე წელიწადში თორმეტი თვე ღია ცის ქვეშ, ოჯახს მოწყვეტილი, ნაბდის ამარა, ექვსასი კილომეტრამდე საცხვრე ტრასაზე და ათასი კილომეტრი ადგილზე ცხვრის დევნაში, ქმნის პროდუქციას, იცავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და თუშური ცხვრის ჯიშობრივ სიწმინდეს, არასდროს აწუხებს ხელისუფლებას გაუსაძლისი პირობების თაობაზე, არ ითხოვს სოციალურ შეღავათებს და ხელფასს, ასაქმებს და ხელფასს უხდის მწყემსებს, თვითდასაქმებულია და ყველაფერ ამასთან ერთად გადასახადსაც უხდის სახელმწიფოს.

წაიკითხეთ მეტი

დალაობა

დალაობა მამაკაცთა სამგლოვიარო ზარია, რომელიც სრულდებოდა და სრულდება ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წლისთავის ხარჯს დოღით იხდიან. თუშური დალაობის მოტივი ერთხმიანი მოძახილია, ხოლო ტექსტი - თექვსმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი. დალაობა შინაარსობრივად, სიცოცხლეში, გარდაცვლილის საქმეთა სადიდებელსა და მისი სიკვდილის სინანულს წარმოადგენს.

წაიკითხეთ მეტი